logo
ENG



მდინარაძე რუსულ კანონზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას "ყალბს" უწოდებს

05 აპრ 202414:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/h9454myfkibtpbg.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას "ყალბს" უწოდებს.

მდინარაძის მტკიცებით, რუსული კანონი ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის. 

"დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ, დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს, ოღონდ განსხვავება არის ერთი - შარშანდლისგან განსხვავებით ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ, თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები, ეს არის შედეგი, ასე ვთქვათ, ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, მაგრამ კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის - კრიტიკა არის ყალბი, ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა. ჩვენ გვაიძულებენ და აქვთ მცდელობა გვაიძულონ, რომ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. თავად ევროკავშირში, ევროკავშირის ქვეყნებში არის ინიცირებული, მოქმედებს, განიხილება და ა.შ. და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო. კიდევ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება", - ამბობს მდინარაძე. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა